ტრანსფერი დაიხურა, ნაუელ მოლინა ატლეტიკო მადრიდიდან კარიერას რომაში გააგრძელებს. მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, 28 წლის ფეხბურთელს იტალიაში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
"ჯალოროსი" მოლინას სანაცვლოდ დაახლოებით €18 მილიონს გადაიხდის, არგენტინელი კი რომაულ კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ნაუელ მოლინა ატლეტიკო მადრიდის ღირსებას 2022 წლიდან იცავდა. არგენტინელმა ამ დროში 181 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 9 გოლი და 17 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
28 წლის ფეხბურთელს იტალიაში თამაშის გამოცდილებაც აქვს. მოლინა 2020-2022 წლებში უდინეზეს ღირსებას იცავდა.














