ტრანსფერი დაიხურა, ენტონი გორდონი ნიუკასლიდან კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია — "ბლაუგრანა“ 25 წლის შემტევის სანაცვლოდ დაახლოებით €80/82 მილიონს გადაიხდის, თავად გორდონი კი კატალონიურ კლუბთან გრძელვადიან კონტრაქტს გააფორმებს.

იმის შესახებ, რომ ენტონი გორდონი ნიუკასლის დატოვებას გეგმავდა, რამდენიმე კვირის წინ უკვე გაცნობეთ. ინგლისელი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა თავდაპირველად ბაიერნმა დაიწყო, მოგვიანებით კი საქმეში პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბიც ჩაერთო. ყველაზე ბოლოს ბარსელონა გააქტიურდა, თუმცა საბოლოოდ სწორედ კატალონიელებმა მიიყვანეს საქმე ბოლომდე და ინგლისელი შემტევის ტრანსფერი დახურეს.
გორდონი ნიუკასლის ღირსებას 2023 წლიდან იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ინგლისელმა ფეხბურთელმა 152 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 28 საგოლე გადაცემაც მიითვალა. თუ ბოლო მომენტში რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ბარსელონა გორდონის ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს დღეებში დაადასტურებს.














