2024/25 სეზონში, მანჩესტერ სიტის მიერ ნაჩვენები ფეხბურთი, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. იმის მიუხედავად, რომ პეპ გუარდიოლამ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, ფაქტია, გუნდმა პროგრესი შეწყვიტა და ამაში ბევრი გულშემაკტივარი არა ესპანელ სპეციალისტს, არამედ ფეხბურთელებს ადანაშაულებს. ამ ყველაფერს ემატება
როდრის უმძიმესი ტრავმაც, რამაც გუნდის სათამაშო სისტემა თავიდან ბოლომდე მოშალა.
მანჩესტერ სიტი ჩემპიონთა ლიგასაც დაემშვიდობა. რეალ მადრიდმა პეპ გუარდიოლას გუნდი ორმატჩიან დაპირისპირებაში, 6-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.
ინგლისური პრესა დიდ წმენდაზე ალაპარაკდა — მანჩესტერ სიტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას გეგმავს. განიხილება ისეთი ფეხბურთელების გაშვებაც, რომლებიც წლებია ეტიჰადის ბინადრების ლიდერებად ითვლებიან.
ედერსონ მორაეში
ჯონ სტოუნსი
ჯეკ გრილიში
ჟერემი დოკუ
კევინ დე ბრუინი
ილქაი გიუნდოგანი
ბერნარდუ სილვა
კაილ უოკერი
კალვინ ფილიფსი
კაიკი
ისა კაბორე
სიაში ბევრი ისეთი ფეხბურელია, რომელიც ახლა იჯარის წესით სხვა გუნდში თამაშობს, თუმცა ზაფხულში მათი უკან, მანჩესტერ სიტიში დაბრუნება არ განიხილება. კლუბში ფიქრობენ, რომ თაობათა ცვლა დაგვიანდა და ზაფხულში დიდი ცვლილებებია საჭირო. შეიძლება ამ სიაში მყოფმა ყველა ფეხბურთელმა გუნდი არ დატოვოს, თუმცა დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ სიტი ამ მოთამაშეების სანაცვლოდ ყველა შეთავაზებას განიხილავს.