ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ფარგლებში, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 7 თებერვალს, რუმინეთის ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებული მეორე შეხვედრა, პირველის მსგავსად, საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა (4:2).
ანგარიში სტუმრებმა, იშტვან ჰოდნოდის გოლით გახნეს. გიორგი ჩიმაკაძემ წონასწორობა აღადგინა, ჯანიკო გიორგაიასა და გიორგი ღავთაძის გოლებით საქართველოს ნაკრები 3:1 დაწინაურდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში რუმინეთის ნაკრებმა, მატეი ბოშნიაგას გოლით სხვაობა შეამცირა, საბოლოო ანგარიში, 4:2 კი ირაკლი თოდუამ დააფიქსირა.
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ძირითად რაუნდში საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა 30 მაისს გაირკვევა. მატჩები კი 2024 წლის დეკემბრიდან გაიმართება.
















![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)
