მანჩესტერ სიტი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს —
აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერის შემდეგ, გუნდმა
ომარ მარმუშის გარიგებაც ფაქტობრივად დახურა, თუმცა "ქალაქელები" ამაზე გაჩერებას არ აპირებენ. როგორც ირკვევა, პეპ გუარდიოლა კიდევ ერთ ახალგაზრდა მცველს გაიფორმებს. საუბარია პალმეირასის 19 წლის ფეხბურთელ
ვიტორ რეისზე. მხარეებს შორის არც მეტი, არც ნაკლები €40 მილიონიანი გარიგება შედგა.
ვიტორ რეისი მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელად ითვლება. პატარა ასაკის მიუხედავად, ბრაზილიელი პალმეირასის შეუცვლელი წევრი იყო, ახლა კი ახალი გამოწვევისთვის ემზადება, 19 წლის მცველს ინგლისში უკვე ელოდებიან.
მანჩესტერ სიტი და პალმეირასი ტრანსფერის ბოლო დეტალებს უახლოეს საათებში მოაგვარებენ, რის შემდეგაც ფეხბურთელი მანჩესტერში გაფრინდება, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ჩვენი ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ამაზე გაჩერებას არ აპირებს — პეპ გუარდიოლას გუნდი მინიმუმ ერთ ტრანსფერს კიდევ განახორციელებს.