ტრანსფერი დაიხურა, რომელუ ლუკაკუ ნაპოლიდან კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს! მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია, ბელგიელ ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
ფენერბაჰჩე გამოცდილი ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით €8 მილიონს გადაიხდის, თავად ბელგიელი კი თურქულ კლუბთან გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
მას შემდეგ, რაც მასიმილიანო ალეგრიმ ნაპოლი ჩაიბარა, მალევე გახდა ცნობილი, რომ ლუკაკუ იტალიელი სპეციალისტის გეგმებში არ შედიოდა. განიხილებოდა მისი კარიერის MLS-ში გაგრძელების ვარიანტიც, თუმცა საბოლოოდ ფენერბაჰჩემ ყველას აჯობა და ტრანსფერი დახურა.
















