ცნობილია მებრძოლების სერია, ვინც RKENA-სა და PFL-ის საერთო ივენთში მიიღებენ მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება გაიმართება 17 ოქტომბერს, თბილისი არენაზე. როგორც ვხედავთ, მეინ ქარდზე RKENA-სა და PFL-ის 6-6 მებრძოლი დაუპირისპირდება ერთმანეთს.
ქარდზე არის ბეკზატ ალმახანიც, ვინც UFC-ის დატოვების შემდეგ, კონტრაქტი RKENA-სთან გააფორმა. რაც შეეხებათ ქართველ მებრძოლებს, ივენთზე იქნებიან ლაშა აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე, ნიკა კუპრავიშვილი და სხვები.


















