ჟოზე მოურინიომ მადრიდის რეალში დაბრუნება შეაფასა. ტიტულოვანი მწვრთნელის თქმით, არსებობს მისი ქამბექისთვის განკუთვნილი რამდენიმე პირობა, მაგრამ ფინანსური საკითხი პორტუგალიელი სპეციალისტისთვის პრიორიტეტული არ ყოფილა.
"სახლში დაბრუნებას ჰგავს. მნიშვნელობის თვალსაზრისით, ეს მომენტი რეალში ჩემს პირველ მოსვლაზე უფრო განსაკუთრებულია. იმ დროს გვამოძრავებდა მხოლოდ ამბიციები, ახლა კი ემოციური და ადამიანური მომენტიცაა. ერთ-ერთი თქვენგანი ვარ და რეალში ძალიან ბევრს ნიშნავს.
ჩემთვის არ ყოფილა პრიორიტეტული ფინანსური მხარე, აქ სხვა მიზეზის გამო ვარ. მოვედი იმისთვის, რომ თითოეული ფეხბურთელი ჩემთან ერთად გახდეს უკეთესი, შევქმნა შრომის კულტურა, პასუხისმგებლობა, ამბიციები...კონცეფცია სწორედ ასეთია", - განაცხადა მადრიდელთა დამრიგებელმა.











