

ჩარლზ ოლივეირასთან დაპირისპირებაში კი ბევრი რამ გამოჩნდა. პირველ რიგში ის, რომ სომეხ მებრძოლს ჩემპიონის გული და ხასიათი აქვს, იშვიათი, გამორჩეული თვისებაა. ასევე გამოჩნდა, რომ ჯიუ ჯიცუს ლეტალური ილეთებისგან თავის დაცვა იცის. მიუხედავად იმისა, რომ UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ჯიცერი არმანს მახრჩობელა და მტკივნეული ილეთებით რამდენჯერმე სერიოზულად დაემუქრა, ცარუკიანმა გამოსავალი ყოველ ჯერზე იპოვა. თუმცა, დადებით ასპექტებთან ერთად ისეთი რაღაცებიც გამოჩნდა, რაც მისგან მეტი ყურადღების დათმობას მოითხოვს. ვთქვით, რომ ცარუკიანმა ოლივეირას შეტევებს გაუძლო, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ არმანმა ჩარლზის შეტევებისთვის სივრცე და დრო დატოვა. ისლამ მახაჩევთან მსგავსი შეცდომების დაშვება მას ბევრად ძვირად უნდა დაუჯდეს. ტექნიკისა და არანორმალური ძალის ხარჯზე შესაძლოა ისლამმა არმანის რომელიმე კიდური საერთოდ სახლში წაიღოს.
დგომში ორივე განვითარდა, მაგრამ მე ცარუკიანის სტრაიკინგი უფრო მომწონს. თუ დააკვირდებით, არმანს ბევრად სუფთა დგომი აქვს და წმინდა მუაი ტაის დარტყმებს ბევრად გამართულად ხმარობს. ახალქალაქელი ძალიან ძლიერი და ელასტიური ათლეტია, ამის ხარჯზე ხელით დაწყებულ კომბინაციებს ფეხის დარტყმებით ძალიან კარგად ამთავრებს.
უშუალოდ დგომის ჭიდაობაში მებრძოლების შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი. თუ ისლამ მახაჩევის ჭიდაობის წინააღმდეგ თავის დასაცავად მეტ-ნაკლებად ეფექტური პასუხი დასტინ პორიემ მოიფიქრა, მგონია, რომ ამას არმანიც მოახერხებს, მაგრამ მახაჩევი და ხაბიბი ის მებრძოლები არიან, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან და უბრალოდ კი არ ჭიდაობენ, არამედ კალკულირებულად. მათი საბრძოლო სტრატეგია სკრუპულოზურად იგეგმება ხოლმე. დარწმუნებული ვარ, არმანის ძალებს ისინი სწორად და ადეკვატურად აფასებენ, მისი წინააღმდეგობის ხარისხი მათ ზედმიწევნით ექნებათ შესწავლილი.

უშუალოდ პარტერში მახაჩევისკენ უნდა გადავიხარო. პორიესთან მე-5 რაუნდში დაღლილმა და საკმაოდ დაზიანებმულმაც მოახერხა და საბმიშენი იპოვა. დამიჯერეთ, თუ მებრძოლი გადახსნილი შუბლით მახრჩობელა ილეთს მეხუთე რაუნდში აკეთებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი გრეპლინგი უმაღლესი დონისაა.
საბოლოოდ მე მაინც მახაჩევის გამარჯვება ვვარაუდობ, მაგრამ ცარუკიანის ტრიუმფი, თუნდაც წმინდა სტრაიკინგისგან დანოკაუტებული მახაჩევის ხილვა ნამდვილად არ გამაკვირვებს.
ჟირი პროჰასკა VS. ჯამალ ჰილი

პროჰასკას უფრო მეტის გადატანა მოუწია. მან წონის შეცვლაც იფიქრა, რაც ცხადყოფს იმას, რომ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება. შესაძლოა ქვემძიმე წონით კატეგორიაში ჩეხი საკუთარ თავს ვეღარ ხედავდეს.

ბენილ დარიუში VS. რენატო მოიკანო

კევინ ჰოლანდი ყველამ ვიცით. უმაგრესი სტრაიკერი, რომელსაც ჭიდაობაში პრობლემები აქვს. რეინერ დე რიდერი კი ONE Championship-ის ორი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია, რომელიც გრეპლინგის ოსტატია, თუმცა დგომში ასეთი სუსტი მებრძოლი არასდროს არ მინახავს. აქ გემოვნების ამბავია, ვის მოჭიდავე ურჩევნია - ვის სტრაიკერი, მაგრამ ფაქტები რომ შევაჯამოთ - აქ დაპირისპირება მოჭიდავესა და სტრაიკერს შორის კი არა, გრეპლერსა და სტრაიკერს შორისაა. დგომში ჰოლანდი დე რიდერს უბრალოდ დაშლის. რაც შეეხება ჭიდაობას, კი, ჰოლანდი ცუდი მოჭიდავეა, მაგრამ უშუალოდ გადაყვანებში არც ჰოლანდიელია მთლად ხაბიბ ნურამგომედოვი.

PRELIM CARD:
პრელიმი ქარდის უკანასკნელი ჯახი ძალიან საინტერესო იქნება. ბრძოლა პეიტონ ტალბოტსა და რაონი ბარსელოს შორის - Bantamweight-ში. ბარსელოსი მაგარი ბიჭია, ერთ დროს მერაბთან უნდა ებრძოლა. სწორედ მაშინ შევისწავლე ეს ათლეტი, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი, რომ ის დაბერდა. საპირისპიროდ - ტალბოტი დაუმარცხებელი ამომავალი ვარსკვლავია, უნიჭერესი მებრძოლი. მოკლედ ვიტყვი, ვფიქრობ, რომ ტალბოტი ბარსელოსს დააფინიშებს.
ჟაილტონ ალმეიდა VS. სერგეი სპივაკი
ორი დიდი ბიჭი უმაგრესი ჭიდაობის უნარ-ჩვევებით. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი სპივაკს მაგარი სამბო აქვს და მიწაზეც შეუძლია პრობლემების შექმნა, მაინც ჟაილტონ ალმეიდასკენ უნდა გადავიხარო. ალმეიდას მხოლოდ ერთი წაგება, აქვს ისიც კურტის ბლეიდსთან, რომელიც ოდნავ უფრო მაღალი საბრძოლო IQ-თი საჩემპიონო მებრძოლი იქნებოდა. ალმეიდას მინუსად ვერ ჩავუთვლი იმას, რომ კურტის მიწაზე ვერ გადაუარა. მგონია, რომ სპივაკს მიწაზე გადაიყვანს და TKO-თი მოუგებს. საბმიშენს ვერ ვხედავ, რადგან სპივაკი სამბოში ძალიან გაწაფულია. სპივაკის არ დაფასება არ ღირს, კარგ სერიაზე და მაგარ ფორმაშია, მაგრამ, მგონია, რომ ალმეიდა უბრალოდ უმაგრესია.

მოგდან გუსკოვი VS. ბილი ელეკანა
მოკლედ და კონკრეტულად - ბოგდან გუსკოვი. უზბეკ მებრძოლს ჯონი უოკერთან უნდა ებრძოლა, ბრაზილიელი შეხვედრას ჩაეხსნა. საპასუხოდ UFC-მა ბილი ელაკანა იპოვა. ელეკანა ამერიკელი მებრძოლია, რომელსაც არც გამოცდილება აქვს და არც სასწაული უნარები. მგონია, რომ გუსკოვი გამოცდილების ხარჯზე დებიუტანტს მარტივად მოუგებს.

გრანტ დოუსონი VS. დიეგო ფერეირა
გრანტ დოუსონისა და დიეგო ფერეირას დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი უნდა გამოვიდეს, ამ ბრძოლის პრელიმზე ჩანიშვნა საცოდაობაა, მაგრამ რას ვიზამთ. დოუსონი Lightweight დივიზიონის ერთ-ერთი ჩუმი რაინდია, რომელიც ძალიან მალე ელიტაშიც შეაღწევს. გრანტს მხოლოდ ერთი წაგება აქვს - ისიც ბობი გრინთან, საწყის წამებში სანოკაუტე დარტყმის გაშვებით. დოუსონი არის ბიჭი, რომელმაც დამირ ისმაგილოვი ოქტაგონიდან გააქრო, ოლიმპიური მოჭიდავე მარკ მედსენი კი მესამე რაუნდში მახრჩობელათი დაამარცხა.

UFC 311-ის პრევიუს ამ ბრძოლით დავასრულებ, რადგან ტაგირი უმარისა და მახაჩევის კემპშია. დაღესტანელი უმსუბუქესწონოსანი ძალიან ძლიერი მებრძოლია, რომელიც ამ დივიზიონისთვის ფიზიკურად ძალიან დიდი და ძლიერია. მისი მეტოქე ამერიკელი დაუმარცხებელი ათლეტი კლეიტონ კარპენტერი იქნება. კლეიტონს რვა მოგებიდან ოთხი მტკივნეულ მახრჩობელათი აქვს მოპოვებული. LFA-ში მისი რეკორდი 3-0-ზეა, ხოლო UFC-ში 2-0-ზე. მას ბრძოლა Dana White's Contender Series-შიც აქვს მოგებული. გამოდის, რომ რვა მოგებიდან ექვსი ელიტარული მოწინააღმდეგესთან აქვს მოპოვებული. მაქამდეც აქვს სამოყვარულო ჯახების გამოცდილება - სამოყვარულო MMA-ში Iron Boy MMA-ის ქამარიც მოიგო - 2018 წელს.









![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






