La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
31-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 23 მაისს, 22:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 31-ე ტურის წინ?
ტორინო vs იუვენტუსი | 24 მაისი, 22:45 საათი
მომდევნო უიქენდზე სერია A-ს მიმდინარე სეზონის ბოლო ტური გაიმართება, სადაც ძალიან ბევრი რაღაც უნდა გადაწყდეს. მაყურებელს წინ საოცრად დაძაბული მატჩები ელოდება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალჩოს მოყვარულები კვირა დღეს ნამდვილად ვერ მოიწყენენ.
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ტურინში გაიმართება, სადაც მაყურებელი დერბის იხილავს - ტორინო იუვენტუსის წინააღმდეგ!
იუვენტუსს ამ მატჩში მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი შანსია "ბიანკონერი" ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩეს, ხოლო რაც შეეხება ტორინოს მიზნებს, "ხარები" ყველაფერს გააკეთებენ, რომ თანაქალაქელს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.
პირველ წრეში გამართული დაპირისპირება ფრედ, 0-0 დასრულდა. მაყურებელმა საკმაოდ მოსაწყენი მატჩი იხილა, თუმცა დიდი შანსია 24 მაისს გასამართი შეხვედრა ბევრად საინტერესო გამოდგეს.
გუნდები ამ პრინციპულ მატჩს თითქმის უდანაკარგოდ ხვდებიან. ტორინოს სამატჩო განაცხადში აბუხლალი და ტამეზე არ იქნებიან, ხოლო იუვენტუსს დიდი შანსია სრული შემადგენლობა ჰყავდეს დერბიში წარმოდგენილი. ერთადერთი ვისი საკითხიც გასარკვევია, ხეფრენ ტურამია, რომელიც შეიძლება სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდეს.
ტორინოს სავარაუდო შემაგდენლობა: პალეარი, მარიპანი, კოკო, ებოსე, პედერსენი, ილხანი, კასადეი, ობრადორი, ვლასიჩი, სიმეონე, ზაპატა
იუვენტუსის სავარაუდო შემადგენლობა: დი გრეგორიო, კალულუ, ბრემერი, გატი, კამბიაზო, ლოკატელი, ტურამი/კუპმაინერსი, კონსეისაუ, მაკკენი, ილდიზი, ვლაჰოვიჩი.
ტურინული დერბი ისტორიაში სულ 188-ჯერ გაიმართა, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 93 იუვენტუსმა მოიგო, ხოლო ტორინომ მეტოქეს 44-ჯერ აჯობა. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 51 ითვლის.
ახლა კი რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, მიუხედავად იმისა, რომ იუვენტუსს მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება, ვფიქრობთ, შანსები მაინც 50/50-ზეა, რადგან საქმე ტურინულ დერბის ეხება, სადაც ფავორიტის დასახელება ყოველთვის რთულია ხოლმე.
ტოტენჰემი vs ევერტონი | 24 მაისი, 19:00
სერია A-ს მსგავსად, კვირას ბოლო ტურის მატჩები გაიმართება პრემიერ ლიგაშიც, სადაც ასევე ძალიან დიდი ინტრიგაა შემონახული.
მაყურებელს წინ საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირებები ელოდება, საიდანაც ერთ-ერთი გამორჩეული ლონდონში გაიმართება. ტოტენჰემი მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში ევერტონს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში პრემიერ ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.
რაც შეეხება ევერტონის მიზნებს, დევიდ მოიესის გუნდი ევროტურნირების საგზურის მოსაპოვლებლად ბოლომდე ბრძოლას აპირებს, შესაბამისად, აფიშა სერიოზულია.
პირველი წრის დაპირისპირება ტოტენჰემის გამარჯვებით, 0-3 დასრულდა. იმ დროს, ლონდონელებს საქმე ბევრად კარგად ჰქონდათ და სულ სხვა მიზნებისთვისაც იბრძოდნენ, თუმცა ახლა სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია.
კვირას გასამართ დაპირისპირებას გუნდები გარკვეული დანაკლისით ხვდებიან. ტოტენჰემის განაცხადში კულუსევსკი, ჩავი სიმონსი, სოლანკე, კუდუსი, დევისი, ოდობერი და რომერო არ იქნებიან, ხოლო ევერტონს ბრნატვეიტი და გრილიში დააკლდება.
ტოტენჰემის სავარაუდო შემადგენლობა: კინსკი, პორო, დანსო, ვან დე ვენი, სპენსი, ბენტანკური, პალინია, კოლო მუანი, გალაჰერი, ტელი, რიშარლისონი.
ევერტონის სავარაუდო შემადგენლობა: პიკფორდი, ო'ბრაიენი, ტარკოვსკი, კინი, მიკოლენკო, გარნერი, იროგბუნამი, როლი, დიუსბერი-ჰოლი, ნდიაიე, ბეტუ.
ტოტენჰემი-ევერტონის ისტორიული დაპირისპირება 183 მატჩს ითვლის, საიდანაც უფრო მეტი ტოტენჰემმა მოიგო, კერძოდ 70, ხოლო ევერტონმა მეტოქეს 55-ჯერ აჯობა. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა 58 ითვლის.
რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს, ვფიქრობთ, ფავორიტი მაინც ტოტენჰემია, რადგან ვერ მოგების შემთხვევაში, რობერტო დე ძერბის გუნდი დიდი შანსია ჩემპიონშიპში დაქვეითდეს, რაც ლონდონური კლუბისთვის უდიდესი ტრაგედია იქნება. საბოლოო ჯამში, შანსებს 60/40-ზე შევაფასებდით.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.














