ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-ს დამარცხების შემდეგ მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მედიასთან საკუთარ ასპარეზობაზე, გუნდში არსებულ მდგომარეობასა და ჟოზე მოურინიოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
„ჩემი გოლი? გულწრფელად რომ ვთქვა, თავადაც ვერ ვხვდები, როგორ გავიტანე. ალბათ, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო გოლია. რაც შეეხება ზიდანს, ის ჩემზე ბევრად მაღალი დონის და გაცილებით ელეგანტური ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და შესაძლოა, კარიერის საუკეთესო ეტაპსაც გავდივარ. მოურინიომ საკუთარი შესაძლებლობების რწმენა გამიძლიერა. ჩემი კარგი თამაშის მიზეზი ისაა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ."
"ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ჟოზე მოურინიოა და ამით ყველაფერი ნათქვამია! მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, მათ შორის გასახდელში არსებული გარემოც. ის ჩვენთვის იბრძვის, ჩვენ კი მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ."
"ვინისიუსის გოლი? გუნდისთვის ეს შეხვედრის ყველაზე გამორჩეული ეპიზოდი იყო. მან შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ყველა მის წინააღმდეგაა და კრიტიკისთვის ნებისმიერ მიზეზს ეძებენ."
"ოქროს ბურთის მოგებაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი მიზანია, მადრიდის რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და სხვა ტიტულები მოვიგო. ოქროს ბურთი ჟურნალისტების ინტერესის სფეროა და არა ჩემი."
"რეალის კაპიტნობა? გუნდს უკვე ჰყავს შესანიშნავი კაპიტნები — ტიბო, ფედე, ვინი და როდრიგო, რომლებიც კლუბში წლებია ასპარეზობენ. ამჟამინდელი როლი სრულიად მაკმაყოფილებს. ვცდილობ, ესპანური ენის ცოდნა გავაუმჯობესო და თანაგუნდელებისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო"— აღნიშნა ინგლისელმა ნახევარმცველმა.











