La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგა ახალი სათამაშო კვირით გრძელდება. მონაწილეებს ამ უიქენდზეც შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრულ სპორტულ ღონისძიებებზე პროგნოზების გაკეთება.
მონაწილეთა მიერ გაკეთებული პროგნოზები ფასდება წინასწარ დადგენილი წესებით, რის შემდეგაც შედგება ლიდერბორდი, რომელიც ასახავს თითოეული მონაწილის შედეგებს.
29-ე ტურის პროგნოზების მიღება დაწყებულია და დასრულდება 2026 წლის 9 მაისს, 14:00 საათზე.
რა უნდა გავითვალისწინოთ 29-ე ტურის წინ?
ლივერპული vs ჩელსი | 9 მაისი, 15:30 საათი
პრემიერ ლიგის 36-ე ტურის ცენტრალური მატჩი ენფილდზე გაიმართება, სადაც არნე სლოტის გუნდი ჩელსის უმასპინძლებს. მაყურებელს წინ საკმაოდ საინტერესო დაპირისპირება ელოდება, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაშია ჩართული.
ლივერპული ამ მატჩს 58 ქულით ხვდება - მერსისაიდელები მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან, ხოლო ჩელსის საქმეები ბევრად ცუდადაა, რადგან ლონდონელები უკვე 6 მატჩია, რაც აგებენ. "არისტოკრატები" 36-ე ტურს, მე-9 პოზიციაზე ხვდებიან.
პირველი წრის დაპირისპირება ჩელსის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. სტემფორდ ბრიჯზე გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, სადაც ლონდონელებმა გამარჯვება 95-ზე წუთზე გატანილი გოლით მოახერხეს.
ახლა კი შაბათს გასამართ შეხვედრას დავუბრუნდეთ და გუნდების დანაკლისის შესახებ ვისაუბროთ. ლივერპულის სამატჩო განაცხადში ბრედლი, ეკიტიკე, ენდო, მამარდაშვილი და სალაჰი არ იქნებიან, ხოლო რაც შეეხება ალისონსა და ვირცს, მათი საკითხი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება. ჩელსის დანაკლისი კი ასე გამოიყურება: დერი და ესტევაო.
ლივერპულის სავარაუდო შემადგენლობა (4-3-3): ვუდმენი/ალისონი, ჯონსი, კონატე, ვან დაიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სობოსლაი, ფრიმპონგი, გაკპო, ვირცი/ნგუმოა.
ჩელსის სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): სანჩესი, ჯეიმსი, ჩალობა, კოლვილი, კუკურეია, ლავია, კაისედო, ნეტუ, ენცო, პალმერი, ჟოაო პედრო.
ლივერპული-ჩელსის ისტორიული დაპირისპირება 199 მატჩს ითვლის, საიდანაც უფრო მეტი, კერძოდ 87 მერსისაიდელებმა მოიგეს, ხოლო ლონდონელებმა მეტოქეს 66-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულებული მატჩებოს რაოდენობა 46 ითვლის.
ჩვენი პროგნოზია, რომ შაბათს მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს, რაც შეეხება ფავორიტს, ვფიქრობთ, შანსები 60/40-ზეა ლივერპულის სასარგებლოდ.
ბარსელონა vs რეალ მადრიდი | 10 მაისი, 23:00 საათი
ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში! მაყურებელს წინ მორიგი ელ კლასიკო ელოდება, სადაც ბარსელონა გამარჯვებას თუ შეძლებს, ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდება!
ჰანსი ფლიკის გუნდი ამ ტურს 88 ქულით ხვდება, ხოლო სამეფო კლუბს 77 ქულა აქვს - კატალონიელებს ჩემპიონობამდე მხოლოდ 3 ქულა აკლიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ წინ საოცრად დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება გველოდება.
პირველ წრეში გამართული მატჩი რეალ მადრიდის გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. იმ შეხვედრაში თავის გამოჩენა მბაპემ და ბელინგემმა მოახერხეს, ბარსელონადან ერთადერთი გოლი კი ფერმინმა გაიტანა.
რაც შეეხება კვირას გასამართ დაპირისპირებას, ბარსელონას ამ შეხვედრაში იამალი და კრისტენსენი დააკლდება, ხოლო რეალ მადრიდის განაცხადში როდრიგო, მილიტაო, გიულერი, მენდი და კარვახალი არ იქნებიან - მბაპეს საკითხი კი მატჩის დღეს გადაწყდება.
ბარსელონას სავარაუდო შემადგენლობა (4-2-3-1): ხ. გარსია, ე. გარსია, კუბარსი, მარტინი, კანსელუ, დე იონგი, პედრი, ოლმო, ფერმინი, გავი, ლევანდოვსკი.
რეალ მადრიდის სავარაუდო შემადგენლობა (4-4-2): ლუნინი, ალექსანდერ-არნოლდი, რიუდიგერი, ჰაუსენი, გარსია, ვალვერდე, პიტარჩი, ჩუამენი, ვინისიუსი, ბელინგემი, ბრაჰიმ დიასი.
ელ კლასიკო ისტორიაში სულ 263-ჯერ გამართულა, საიდანაც რეალ მადრიდმა 107-ჯერ იმარჯვა, ხოლო კატალონიელებს 105 გამარჯვება მოუგროვდათ, ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა კი 51 ითვლის.
კვირას გასამართი მატჩის წინ, ჩვენი პროგნოზი ასეთი იქნება - ბევრი გატანილი გოლი და დიდი ბრძოლა 90 წუთის განმავლობაში. ფავორიტის დასახელება გაგვიჭირდება, რადგან საქმე ელ კლასიკოს ეხება, სადაც შანსები ყოველთვის 50/50-ზეა.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















