LaGazzetta-ს სტუდიაში პოდკასტი "ფეხბურთთან ახლოს" მორიგი ეპიზოდი ჩაიწერა, სადაც საინტერესო თემებზე შედგა საუბარი.
პოდკასტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ზურიკო დავითაშვილის ჰეთ-თრიკზე და სხვა ლეგიონერების მატჩებზე, რომელიც უიქენდზე გაიმართა. ასევე, გამოვარჩიეთ გველესიანის გოლი, ქვილითაიას დუბლი და მამარდაშვილის მორიგი მშრალად შენახული კარი.
პოდკასტის მეორე ნაწილში ვისაუბრეთ მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე, შევაფასეთ ვილი სანიოლის მიერ შერჩეული 23 ფეხბურთელი და განვიხილეთ ჩვენი მეტოქეები. გავარჩიეთ უკრაინის ნაკრების შემადგენლობა, სადაც ბევრი ტრავმირებულია და ვისაუბრეთ ალბანეთთან განმეორებით მატჩზე.
ბოლოს, ჩვენს მაყურებელს მივაწოდეთ ახალი ინფორმაცია ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ — ნაპოლი და ქართველი ფეხბურთელი ახლოს არიან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან და სანაკრებო პაუზის შემდეგ, მამუკა ჯუღელი "პარტენოპეის" უფროსობას შეხვდება, სადაც მხარეები ყველა დეტალის გავლას გეგმავენ.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.
მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა, ფაბიო კანავარომ, ვირჯილ ვან დაიკის მომავალზე ისაუბრა და არ გამორიცხა, რომ ნიდერლანდელი მცველი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს. მისი თქმით, ლივერპულის კაპიტანს იტალიის ჩემპიონატში თამაშის სურვილი თავადაც გამოუთქვამს. "ვირჯილ ვან დაიკმა მითხრა, რომ ერთ…
დადასტურებულად - ლივერპული რობინ რისეთი ინტერესდება! გავლენიანი ფრანგული წყაროების ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა. საუბარი ახალგაზრდა მეკარის აგენტთან პოტენციურ ტრანსფერს შეეხებოდა. რობინ რისე ლანსის კარის დარაჯია და ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკე…
გავლენიანი ფრანგული გამოცემების ინფორმაციით, პსჟ ლუკას შევალიეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ რომელიმე კლუბი მის სანაცვლოდ კარგ შეთავაზებას გააკეთებს. მას შემდეგ, რაც მატვეი საფონოვი გუნდის პირველი ნომერი გახდა, კლუბმა შევალიეს გაყიდვა გად…
დადასტურებულად - ჩელსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ალექს სკოტის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება! ინგლისელი ნახევარმცველი ლონდონური კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა, ამის შესახებ გავლენიანი ბრიტანული გამოცემები იუწყებიან. შეგახსენებთ, "არისტოკრატებს“ ფეხბურთელის შეძენა…
დადასტურებულად - ინტერს მარკუს ტურამის შენარჩუნება სურს და ფრანგ ფორვარდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. თავად ფეხბურთელიც განიხილავს მილანურ კლუბში დარჩენის შესაძლებლობას, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ჯერ არ შემდგარა. ტურამი ამჟამად სეზონში €6.5 მილიონს (ბონუსების ჩათ…
მილანში ახალი ეტაპი იწყება. მარკუს კრიოშე კარიერას იტალიურ გრანდში გააგრძელებს და 2027 წლის 1 იანვრიდან კლუბის ახალი Head of Football გახდება. მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება ჯერ კიდევ ოქტომბერში შედგა, თუმცა საბოლოო დეტალების მოგვარებას დრო დასჭირდა. ჯერი კარდინალე აინტრახტს…
ინტერი ალესანდრო ბასტონის მომავალთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ახლოსაა. როგორც იტალიური მედია იუწყება, გასულ კვირას მილანურმა კლუბმა ფეხბურთელის აგენტთან პირველი შეხვედრა გამართა. იტალიელ მცველს ინტერთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს, თუმცა მხარეებს ხელშეკრუ…