ო'მალი: "გაამზადეთ თვითმფრინავი, ესპანეთში ილია თოფურიასთან მივდივარ"

"დანა, გაამზადე თვითმფრინავი, ესპანეთში ილია თოფურიასთან მივდივარ - მე მასთან მინდა ბრძოლა და მომეცით შესაძლებლობა. ზედა წონაში ასვლა და ორმაგი ჩემპიონობა მსურს, მაგრამ თუ გინდათ, რომ მერაბ დვალიშვილი დავანოკაუტო, მაგასაც გავაკეთებ" - განაცხადა შონ ო'მალიმ.
შონ ო'მალიმ ჩიტო ვერა 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში აშკარა უპირატესობით დაამარცხა და კარიერაში პირველად დაიცვა ჩემპიონის ქამარი.



















