ოფიციალურად: ოთარ კიტეიშვილმა შტურმთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

იმის მიუხედავად, რომ 28 წლის ფეხბურთელის გუნდიდან წასვლას ბევრი ვარაუდობდა, კიტეიშვილმა დარჩენა გადაწყვიტა.
ოთარ კიტეიშვილი გრაცის შტურმის ღირსებას 2018 წლიდან მოყოლებული იცავს. ქართველმა ნახევარმცველმა ამ დროში 208 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 47 გოლი და 37 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.














