ოფიციალურად — 24 წლის არგენტინელი ფორვარდი ხულიან ალვარესი მანჩესტერ სიტიდან კარიერას ატლეტიკო მადრიდში გააგრძელებს! მხარეებს შორის €95 მილიონიანი გარიგება შედგა, ფეხბურთელმა კი მადრიდულ კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჩოლო სიმეონე კიდევ ერთ ფორვარდს ეძებდა, რომელიც რამდენიმე პოზიციაზე შეძლებდა თამაშს, ალვარესი კი ყოველთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო.
ალვარესი მანჩესტერ სიტის ღრსებას 2022 წლიდან იცავდა, რა დროშიც 103 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 36 გოლი და 18 საგოლე გადაცემითაც გამოირჩა. კარგი სტატისტიკის მიუხედავად, არგენტინელი მუდმივი სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელი არასდროს ყოფილა და გვარდიოლა ყოველთვის როტაციაში იყენებდა, სწორედ ამის გამო, ხულიანმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ატლეტიკოს გარდა ფეხბურთელით დაინტერესებული იყო პსჟ-ც იყო, თუმცა ესპანურმა კლუბმა საკმაოდ ძლიერ კონკურენტს აჯობა და ფეხბურთელი გაიფორმა.