ოფიციალურად — კევინ დე ბრუინი ნაპოლის ფეხბურთელია! იტალიურ კლუბსა და ბელგიელ ნახევარმცველს შორის 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. "პარტენოპეიმ" 33 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურდა.
ნაპოლი კევინ დე ბრუინის ტრანსფერზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა და იმის მიუხედავად, რომ საქმეში MLS-სა და საუდის კლუბებიც იყვნენ, აურელიო დე ლაურენტისმა საქმის ბოლომდე მიყვანა მაინც მოახერხა.
კევინ დე ბრუინი ნაპოლისთვის მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეორე ტრანსფერია. კლუბმა რამდენიმე საათის წინლუკა მარიანუჩის გარიგებაც დახურა.
Benvenuto Kevin! pic.twitter.com/0SCeSfY2f2
— AurelioDeLaurentiis (@ADeLaurentiis) June 12, 2025
















