ნაპოლი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 5 დღით ადრე, ნიჭიერი იტალიელი მცველის დამატებასთანაა ახლოს — "პარტენოპეი"
პიეტრო კომუცოს გარიგებაზე მუშაობს და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ახალგაზრდა იტალიელი კვირის ბოლომდე ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მხარეები €30 მილიონიან გარიგებაზე მუშაობენ. საუბარია 6-თვიან იჯარასა და შემდგომში გამოსყიდვის ვალდებულებაზე. ფეხბურთელისთვის 4.5-წლიანი კონტრაქტი გამზადებულია.
პიეტრო კომუცო ამ სეზონში ფიორენტინას შეუცვლელი წევრი გახდა. 19 წლის ფეხბურთელს "ვიოლას" რიგებში უკვე 24 მატჩი მოუგროვდა და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მცველია. ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი ნაპოლიში რაფა მარინს შეცვლის, რომელიც ვილიარეალში გადაბარგდა.