ESPN-მა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი იმედგაცრუებების სიმბოლური თერთმეტეული შეადგინა. სიაში მოხვდნენ ისეთი ცნობილი მოთამაშეები, როგორებიც არიან ნეიმარ ჟუნიორი, ვირჯილ ვან დაიკი, იოზუა კიმიხი, ბრუნო ფერნანდეში, კრისტიან პულიშიჩი, ფედერიკო ვალვერდე და სხვები.
ყველაზე დიდ უცნაურობად შეგვიძლია მივიჩნიოთ ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის ყოფნა სიმბოლურში, იმის გათვალისწინებით, რომ იაპონიის ეროვნულ გუნდთან შეხვედრაში ის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი იმედაგცრუებების სიმბოლური თერთმეტეული
| ფერნანდო მუსლერა | ურუგვაი |
| ვირჯილ ვან დაიკი | ნიდერლანდები |
| მარკ გეჰი | ინგლისი |
| იოზუა კიმიხი | გერმანია |
| ნიკო ო'რაილი | ინგლისი |
| ფედერიკო ვალვერდე | ურუგვაი |
| სკოტ მაკტომინეი | შოტლანდია |
| ბრუნო ფერნანდეში | პორტუგალია |
| ფლორიან ვირცი | გერმანია |
| კრისტიან პულიშიჩი | აშშ |
| ნეიმარ ჟუნიორი | ბრაზილია |












