ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონების სიაში სიახლეებია - ათეულში მოხვდნენ ესპანეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი - ლამინ იამალი (19 წელი, 6 დღე) და პაუ კუბარსი (19 წელი, 178 დღე). "ლა როხას" ვინგერზე წინ არის მხოლოდ 3 მოთამაშე: ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე (17 წელი, 249), რონალდო ნაზარიო (17 წელი, 298 დღე) და ჯუზეპე ბერგომი (18 წელი, 174 დღე).
იმის გათვალისწინებით, რომ ბრაზილიელ ყოფილ თავდამსხმელს 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არ უთამაშია ერთი წუთიც, ბარსელონას ვინგერი მოედანზე გამოსულ მუნდიალის ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორებს შორის მე-3 პოზიციაზეცაა. საინტერესოა ისიც, რომ "ბლაუგრანას" მე-10 ნომრის მსგავსად, 19 წლისა და 6 დღის მუნდიალის მოგების მომენტისთვის ანტონიო კოუტინიოც იყო.
10 ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი
| ფეხბურთელი | ასაკი | ტურნირის წელი | ნაკრები | კლუბი |
| ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელე | 17 წელი, 249 დღე | 1958 | ბრაზილია | სანტოსი |
| რონალდო ნაზარიო | 17 წელი, 298 დღე | 1994 | ბრაზილია | კრუზეირო |
| ჯუზეპე ბერგომი | 18 წელი, 174 დღე | 1982 | იტალია | ინტერი |
| ანტონიო კოუტინიო | 19 წელი, 6 დღე | 1962 | ბრაზილია | სანტოსი |
| ლამინ იამალი | 19 წელი, 6 დღე | 2026 | ესპანეთი | ბარსელონა |
| მარკო ანტონიო | 19 წელი, 135 დღე | 1970 | ბრაზილია | ფლუმინენსე |
| პაუ კუბარსი | 19 წელი, 178 დღე | 2026 | ესპანეთი | ბარსელონა |
| კილიან მბაპე | 19 წელი, 207 დღე | 2018 | საფრანგეთი | პსჟ |
| ჟოზე ალტაფინი | 19 წელი, 309 დღე | 1958 | ბრაზილია | პალმეირასი |
| რუბენ მორანი | 19 წელი, 344 დღე | 1950 | ურუგვაი | სერო |












