ამერიკის ღია პირველობის 1/64 ფინალში ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი არგენტინელ ნავონეს დაუპირისპირდა.
მატჩი საკმაოდ დრამატული გამოდგა და ხუთი სეტი გამოდგა, საბოლოოდ ნავონემ სენსაცია დააფიქსირა და მეტოქე 7:6 5:7 4:6 6:2 6:1 დაამარცხა.
როგორც ჩანს, სერბი ჩოგბურთელის კარიერა დასასრულს უახლოვდება, დღევანდელ შეხვედრაში მას დანებებაც შეეძლო, რადგან ტკივილებთ თამაშობდა, თუმცა სეტი ბოლომდე მიიყვანა.
Mariano Navone defeats 24-time Grand Slam Champion Novak Djokovic in five sets. pic.twitter.com/BE8Dn3qC8j
— US Open Tennis (@usopen) August 31, 2026
"კორტზე თავს საშინლად ვგრძნობდი, ამ ტკივილიებით მთელი წელია ვთამაშობ და ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო.
ღებინების შეგრძნება მქონდა, მთელი სხეული მიკანკალებდა და ტკივილები მაწუხებდა, თუმცა მინდოდა, რომ ყველაფერი ასე ნაადრევად არ დასრულებულიყო.
ბოლოს ზურგის ტკივილიებმა უბრალოდ დამღალა და ვეღარ ვუძლებდი", - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა მატჩის შემდეგ.
ფიზიკური პრობლემების მიუხედავად, ჯოკოვიჩი ჯერ კარიერის დასრულებაზე ლაპარაკს არ აპირებს.

















