ოფიციალურად: პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს! ინფორმაცია თავად ესპანელმა სპეციალისტმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა.
როგორც ცნობილი ხდება, გვარდიოლა ახალ როლს მოირგებს და City Football Group-ის გლობალური ელჩი გახდება. ახალ პოზიციაზე ის სხვადასხვა პროექტებში ჩაერთვება — მისი ძირითადი ფუნქცია იქნება ტექნიკური კონსულტაციების გაწევა City Football Group-ის კლუბებისთვის, ასევე ახალგაზრდული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით რჩევების მიცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, გვარდიოლა იმუშავებს კონკრეტულ პროექტებსა და თანამშრომლობებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჯგუფში შემავალი კლუბების სათამაშო სტილის გაუმჯობესებასა და საერთო ფილოსოფიის გაძლიერებას.

![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)










