2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელი სპეციალისტის შეცვლაზე აქტიურად მუშაობს და მთავარი კანდიდატი უკვე შერჩეული ჰყავს.
საუბარი ენცო მარესკაზე — მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებენ, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი მანჩესტერ სიტის 3 წლით ჩაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ ენცო მარესკას მანჩესტერ სიტიში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2022/23 წლებში პეპ გვარდიოლას ასისტენტი იყო, ბოლოს კი ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.








