წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი დანაკლისი უდავოდ არის ხვიჩა კვარაცხელია, ვინც მართლაც საოცარ სეზონს ატარებს. კილიან მბაპესა და ჰარი კეინთან ერთად, ქართველი ვინგერი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე არის. მის ანგარიშზე 10 ბურთი და 6 ასისტია.
იმის გათვალისწინებით, რომ პარის სენ-ჟერმენის შემტევს წინ ელის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, არაა გამორიცხული, მან თავის კონკურენტებს გადაასწროს კიდეც. საკმაოდ მაღალია იმის ალბათობაც, რომ პსჟ-ს მე-7 ნომერმა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღოს.
ამ შედეგებიდან გამომდინარე, 25 წლის შემტევი მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მართლაც ყველაზე დიდი დანაკლისი იქნება. რაც შეეხება წინა მუნდიალებსა და იმ მოთამაშეებს, რომლებიც ითვლებიან თითოეული ტურნირის ყველაზე დიდი დანაკლისად, გავიხსენოთ ყოველი მათგანი.
თითოეული მსოფლიო ჩემპიონატი და მისი მთავარი დანაკლისი
| მსოფლიო ჩემპიონატი | ფეხბურთელი | ეროვნული ნაკრები |
| 2026 | ხვიჩა კვარაცხელია | საქართველო |
| 2022 | ერლინგ ჰოლანდი | ნორვეგია |
| 2018 | გარეთ ბეილი | უელსი |
| 2014 | ზლატან იბრაჰიმოვიჩი | შვედეთი |
| 2010 | რონალდინიო გაუჩო | ბრაზილია |
| 2006 | სამუელ ეტო'ო | კამერუნი |
| 2002 | ანდრეი შევჩენკო | უკრაინა |
| 1998 | რომარიო დე სოუზა ფარია | ბრაზილია |
| 1994 | ჯორჯ ვეა | ლიბერია |
| 1990 | მიქაელ ლაუდრუპი | დანია |
| 1986 | მარკო ვან ბასტენი | ნიდერლანდები |
| 1982 | რუდ გულიტი | ნიდერლანდები |
| 1978 | დიეგო მარადონა | არგენტინა |
| 1974 | ეუსებიო და სილვა ფერეირა | პორტუგალია |
| 1970 | ეუსებიო და სილვა ფერეირა | პორტუგალია |
| 1966 | ჯორჯ ბესტი | ჩრდილოეთ ირლანდია |
| 1962 | ეუსებიო და სილვა ფერეირა | პორტუგალია |
| 1958 | ალფრედო დი სტეფანო | არგენტინა/ესპანეთი/კოლუმბია |
| 1954 | ალფრედო დი სტეფანო | არგენტინა/ესპანეთი/კოლუმბია |
| 1950 | ფერენც პუშკაში | უნგრეთი |
| 1938 | არსენიო ერიკო | პარაგვაი |
| 1934 | გილიერმო სტაბილე | არგენტინა |
| 1930 | ჯუზეპე მეაცა | იტალია |








