ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის ბარსელონას ნახევარმცველმა პაბლო გავიმ თანამედროვეობის გამორჩეული ფლანგის შემტევები ერთმანეთს შეადარა.
გავიმ საუკეთესო ვინგერად პსჟ-ს ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.
ხვიჩა კვარაცხელია თუ ნიკო უილიამსი?
"ნიკო უილიამსი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, თუმცა კვარაცხელია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშეა და ამიტომ, კვარაცხელიას ვიტყვი."
ხვიჩა კვარაცხელია თუ ვინისიუს ჯუნიორი?
"მიუხედავად იმისა, რომ ვინისიუსი წარმოუდგენლად მაგარი ფეხბურთელია, მაინც კვარაცხელია."
ხვიჩა კვარაცხელია თუ დეზირე დუე?
"კვარაცხელია"
🤔 ¿𝗘𝗦𝗧𝗘 𝗢 𝗘𝗦𝗧𝗘? Test rápido de jugadores con Gavi
— Mundo Deportivo (@mundodeportivo) May 20, 2026
🫣 "No puedo elegir..."
🎙️ @martinezferran pic.twitter.com/RXC7Y4XVkc












