მსოფლიო ჩემპიონატზე არაერთი ძვირადღირებული ფეხბურთელი არ იქნება. მოწინავე ადგილზე არის ხვიჩა კვარაცხელია (90 მილიონი ევრო), რომელიც ჩამორჩება მხოლოდ დომინიკ სობოსლაის (100 მილიონი ევრო). საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომელთა ეროვნული გუნდები მუნდიალზე არ იქნებიან.
სიაში არიან ქართველი გარემარბის ყოფილი თანაგუნდელებიც - ჯანლუიჯი დონარუმა (45 მილიონი ევრო) და ვიქტორ ოსიმენი (75 მილიონი ევრო), მათ გარდა, ასევე არაერთი იტალიელი მოთამაშეც. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ტოპ 15.
ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები იმ ნაკრებებიდან, რომლებიც მუნდიალზე არ იქნებიან
| დომინიკ სობოსლაი | 100 მილიონი ევრო | უნგრეთი |
| ხვიჩა კვარაცხელია | 90 მილიონი ევრო | საქართველო |
| სანდრო ტონალი | 80 მილიონი ევრო | იტალია |
| ბრაიან მბიუმო | 80 მილიონი ევრო | კამერუნი |
| ვიქტორ ოსიმენი | 75 მილიონი ევრო | ნიგერია |
| ალესანდრო ბასტონი | 70 მილიონი ევრო | იტალია |
| ბენიამინ შეშკო | 65 მილიონი ევრო | სლოვენია |
| კარლოს ბალება | 55 მილიონი ევრო | კამერუნი |
| ნიკოლო ბარელა | 50 მილიონი ევრო | იტალია |
| ფედერიკო დიმარკო | 50 მილიონი ევრო | იტალია |
| რასმუს ჰოილუნი | 50 მილიონი ევრო | დანია |
| რიკარდო კალაფიორი | 50 მილიონი ევრო | იტალია |
| ჯანლუიჯი დონარუმა | 45 მილიონი ევრო | იტალია |
| ილია ზაბარნი | 45 მილიონი ევრო | უკრაინა |
| პიო ესპოზიტო | 45 მილიონი ევრო | იტალია |








