სეზონის პირველ ელ კლასიკოში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ მედიასთან ისაუბრა.
"მსაჯმა კარგად იმუშავა, მაგრამ მე-60 წუთზე VAR-ს თითქოს ეძინა. კანსელუს დიომანდეს წინააღმდეგ უხეში თამაშისთვის აშკარა წითელი ბარათი უნდა მიეღო.
ლუნინმა საოცრად ითამაშა და მის შესახებ არავის უკითხავს. დარწმუნებული ვარ, მატჩი რომ წაგვეგო, აუცილებლად მკითხავდით მასზე.
ვალვერდე 40 წუთზე მეტხანს ტრავმით თამაშობდა. მოედნის დატოვებაზე უარი თქვა, ტკივილს გაუძლო და გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა.
ჩემი აზრით, რეალი კამპ ნოუზე მხოლოდ მატჩის მოსაგებად კი არა, ლა ლიგის მოსაგებად თამაშობს. ამ მენტალიტეტით უნდა გავაგრძელოთ და ამ გამარჯვების შემდეგ ზედმეტად არ უნდა გავიხაროთ.
კამავინგას ვუთხარი, თავისუფალ სივრცეში შესულიყო. ბარსელონას წინააღმდეგ თავდამსხმელებს სივრცის პოვნა უჭირთ, რადგან მეტოქის დაცვა ასეთ მოძრაობებს კარგად აკონტროლებს. გამოსავალი ნახევარმცველების გამოყენებაა. კამავინგასა და ბელინგემს დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლიათ და ამ შემთხვევაში ამან გაამართლა", - განაცხადა ჟოზე მოურინიომ.




![[VIDEO] ლუკა დონჩიჩის შოუ იუტა ჯაზთან და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQ6VO8YqWaR5evzXJKl67SXKR0Hkz1sQw.jpg&w=3840&q=75)






