იტორიული შედეგით დაასრულეს ასპარეზობა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრების წევრებმა ფრანგეთის ქალაქ ანჟეში გამართულ გრან-პრის სერიის პირველ ეტაპზე.
საქართველოს ნაკრებმა სამ კატეგორიაში იასპარეზა და სამი მედალი მოიპოვა - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.
ანასტასია გუბანოვამ ქალთა ერთეულთა სრიალში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის სპორტული ცეკვების წყვილმა საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული ვერცხლი შემატა.
ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ სპორტულ წყვილებში ოქროს მედალი დაისაკუთრა. წყვილმა საქართველოდან მოკლე პროგრამაში 77,34 ქულა დააგროვეს, თავისუფალ პროგრამაში - 127,31, ორი პროგრამის ჯამში კი 204,65 ქულით გამარჯვება მოიპოვეს.



![[VIDEO] ლუკა დონჩიჩის შოუ იუტა ჯაზთან და ლეიკერსის მორიგი გამარჯვება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FQ6VO8YqWaR5evzXJKl67SXKR0Hkz1sQw.jpg&w=3840&q=75)







