სერია A-ს მე-8 ტურის მორიგი მატჩი სტადიო ფრიულიზე გაიმართა, სადაც უდინეზემ მილანს უმასპინძლა.
მიუხედავად ევროპა ლიგაზე განცდილი მძიმე მარცხისა, "როსონერიმ" დღევანდელ მეტოქეს არაფერი დაუთმო და საკმაოდ მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა.
უდინეზეს რიგებში 90 წუთი ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელიც თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
უდინეზე 0-2 მილანი
გოლები: 0-1 კრისტიან პულისიკი 6', 0-2 ომარი ჰაჩინსონი 65'.











