შეთანხმება შედგა, ნეტო კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს! გამოცდილ ბრაზილიელ მეკარეს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
იუვენტუსი 37 წლის კარის დარაჯს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.

იუვენტუსმა ახალი მეკარის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კამილ გრაბარამ უმძიმესი ტრავმა მიიღო. განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც, თუმცა "ბიანკონერიმ" ისეთი მოთამაშე შეარჩია, რომელსაც ტურინულ გუნდში თამაშის გამოცდილება ჰქონდა.
შეგახსენებთ, ნეტო იუვენტუსის ღირსებას 2015-2017 წლებშიც იცავდა.















