ბრენდონ მორენო ოქტაგონს UFC-ში დაუმარცხებელი პროესპექტის წინააღმდეგ უბრუნდება.
LFA-ისა და UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ბრენდომ მორენო ოქტაგონს ძალიან მშიერი მეტოქის წინააღმდეგ დაუბრუნდება. მორენო UFC-ში მოხვედრის დღიდან ელიტურ მებრძოლებს უპირისპირდებოდა. Flyweight-ში ის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მებრძოლია. მასში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მორენოს წაგება მენტალურად ზიანს ვერ აყენებს.

ახლა მორენოს საკმაოდ რთული პერიოდი უდგას. მან ქამარი ალეშანდრე პანტოჟასთან დათმო და შემდგომ ბრენდონ როივალთან 5-რაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. თუმცა, მორენოს წინააღმდეგ ახლა საერთოდ სხვა მებრძოლია. UFC-ში დაუმარცხებელი ამირ ალბაზი, რომლის ანგარიშზეც 17 მოგება და მხოლოდ 1 მარცხია - ეს მარცხი მან 2019-ში Brave CF-ში იწვნია.
სტილისტური დაპირისპირება - მებრძოლების ძლიერი მხარეები
მარტივად რომ ვთქვათ - ეს ბრძოლა ორი უნივერსალური, მაგრამ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული მებრძოლის დაპირისპირებაა. მორენოს არაჩვეულებრივი მექსიკური კრივი აქვს. მას უყვარს ახლო დისტანციაზე გაცვლებიც და შორ მანძილზე მუშაობაც, ბრენდონს პრობლემას არც დისტანციის სწრაფად დახურვა უქმნის. იგი საკმაოდ ამტანია და ზიანის მიღებაც შეუძლია. ზიანის მიღებაში მხოლოდ გადარჩენას არ ვგულისხმობ. მას შეუძლია, რომ ზიანის მიუხედავად მაინც სახიფათო იყოს. ეს კარგად გამოჩნდა კაი კარა-ფრანსთან, მაშინ როდესაც ახალზელანდიელმა მორენოს უდიდესი ზიანი მიაყენა, მექსიკელმა გამოსავალი მაინც იპოვნა და ფეხით ღვიძლში უძლიერესი დარტყმა გაუშვა, რაც მორენოსგან მოულოდნელი იყო.

ალბაზის აშკარად უძლიერესი ხელები აქვს. იგი ასევე კარგი პირველი ნომერია, მეტოქეს წნეხში ეფექტურად აქცევს, რაც დიდი პლუსია. ამირი ხშირად ცდილობს მეტოქის გალიასთან მოქცევას და იქ ძლიერი დარტყმების შემდეგ ბრძოლის მიწაზე გადატანას. კაი კარა-ფრანსთან ეს გამოვიდა, მაგრამ, რა იქნება მორენოსთან? კი, ამირი ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ კლასში მორენოსა და ალბაზის შორის კოლოსალური სხვაობაა.

ვფიქრობ, მორენო დგომის ერთჯერად დარტყმებზე კარგ კონტრშეტევებს ააგებს და მეტოქეს დგომში დაჯაბნის. დარწმუნებული ვარ, ამირი მორენოს ცენტრს წაართმევს, მას ეს არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მექსიკელს მიწაზე გადაიყვანს, არ მგონია ამირმა შეძლოს და ყოფილი ჩემპიონი 5 რაუნდის განმავლობაში აკონტროლოს. მორენოს არამარტო კარგი მახრჩობელები აქვს, არამედ, ზოგადად, გრეპლინგის გაცვლებში და ე.წ "სვიპებსა" და "რევერსებში" (ანუ მარტივად რომ ვთქვათ მეტოქის გადატრიალებებში) ძალიან ეფექტურია.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მორენო, თავისი ტექნიკის ხარჯზე, ამირს ორგანიზაციაში პირველ მარცხს აგემებს, მაგრამ მეთოდზე საუბარი გამიჭირდება. არც მახრჩობელა და არც ნოკაუტი არ გამიკვირდება, თუმცა ბრძოლის ბედის მსაჯების ხელში გადაწყვეტაც მოსალოდნელია, რადგან ამირი გამძლეა.
ერინ ბლენჩფილდი VS. როუს ნამაიუნასი
დიდი ხნის განმავლობაში როუზი ჩემი საყვარელი ქალი მებრძოლი იყო, მაგრამ ამ ბრძოლაში მის მხარეს გადახრა გამიჭირდება. როუზი როგორც კარგი სტრაიკერი, ასევე ჯიუ-ჯიცუს ოსტატია, თუმცა ერინ ბლენჩფილდი უბრალოდ უკონკურენტო მოჭიდავეა. მისი გდებები, წნეხი და კონტროლი საერთოდ სხვა დონეზეა. ცხადია, როუზი ამ ბრძოლაში უშანსოდ არ არის. მეტიც, მგონია, რომ ნამაიუნასი დგომში საგრძნობლად აჯობებს ერინს, მაგრამ ერინი ის მებრძოლია, რომელმაც ჯესიკა ანდრაჟი ფიზიკური ძალით დაჯაბნა და უმარტივესად დაახრჩო. ვფიქრობ, რომ ფიზიკისა და პარტერში უმაგრესი დონის ხარჯზე ბლენჩფილდმა როუზი უნდა დაამარცხოს. იქიდან გამომდინარე, რომ როუზიც ძალიან ტექნიკურია, ვფიქრობ, ერინს პარტერში ფინიშის აღება გაუჭირდება, მაგრამ, საბოლოოდ, ბრძოლაში მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვებს.

ამ წონის აბოლუტური ლეგენდა ახალმოსული დაუმარცხებლის წინააღმდეგ. დინიზის შესახებ MMA-ის კომუნამ ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ამავრდოულად, მისი შედეგი 8-0 მრავლის მთქმელია. ქიქბოქსინგში ბრაზილიელი სხვადასხვა ორგანიზაციის რამდენიმე გზის ჩემპიონია და უმძიმესი ხელები აქვს, თუმცა მიწაზე საკმაოდ სუსტია. ვფიქრობ, არც მისი კარდიოა გამორჩეული და დგომში დაცვაც საკმაოდ სუსტი აქვს. იგი ბროძლებში ბევრ დარტყმას იღებს, უბრალოდ მას კარგი ყბა და ძალიან ძლიერი ხელები აქვს - გამარჯვების მოსაპოვებლად სწორედ ეს ყოფნის. ჯონათა კურტის ბლეიდსთან ან სხვა მსგავს მძიმეწონასთან განწირული მომეჩვენებოდა, თუმცა ლუისთან საინტერესო ჩხუბი იქნება. დერიკისგან ნასიმენტოსთან სასწაული ვიხილეთ. მან ჭიდაობა დაიწყო, რაც ამდენი წლის განმავლობაში არ უქნია. ასევე, ლუისს ბინძური კრივიც უყვარს და "ქლინჩს" აქტიურად იყენებს. ვფიქრობ, თუ დერიკ ლუისი ჭკვიანურად იჩხუბებს ამ ბრძოლაში ნოკაუტს იპოვნის. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩხუბი ნოკაუტით დასრულდება. MMA ქიქბოქსინგისგან განსხვავდება და ეს ლევისმა კარგად იცის - ვფიქრობ, ლუისი ახალ პროსპექტს ჩაძირავს.

მაიკ მალოტი VS. ტრევინ ჯაილსი
კანადური ივენთი მაიკ მალოტის გარეშე წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დაპირისპირებაში ნილ მაგნისთან „მოგებული“ ბრძოლა დათმო, ვფიქრობ, რომ მალოტი ტექნიკურად ძალიან კარგი მებრძოლია და ტრევინ ჯაილსთან გამარჯვების მოპოვება უნდა მოახერხოს. თან, მაგნისთან მარცხით გაკვეთილებს მიიღებდა და ვფიქრობ, ამჯერად კარდიოს გადაანაწილებს. შეიძლება მან ზედმეტად ფრთხილადაც იჩხუბოს, 100%-იანი ფინიშების მაჩვენებელი გააფუჭოს და პირველი ქულებით მოპოვებული გამარჯვება ჩაიწეროს.

ჯეკ შორი VS. იუსეფ ზალალი
ილია თოფურიამ ზალალი UFC-ში სადებიუტო ბრძოლაში დაამარცხა. ზალალის საქმე მას მერე ცუდად წავიდა, ზედიზედ რამდენიმე ბრძოლა დათმო და ორგანიზაციიდან გააგდეს. თუმცა, არ გატყდა - სხვა ორგანიზაციაში ზედიზედ5 მოგება მოიპოვა - მათ შორის თითო-თითო კრივსა და ქიქბოქსინგში. ზალალი UFC-ში დაბრუნდა და ბილი კარანტილო დაამარცხა, შემდგომ ერენსიც მიაყოლა და უმაგრეს ფორმაში შევიდა.









![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






