დადასტურებულად — მილანი კაილ უოკერს სეზონის ბოლოს მანჩესტერ სიტიდან გამოისყიდის! "როსონერიმ" ამის შესახებ როგორც ფეხბურთელს, ისე ინგლისურ კლუბსაც უკვე აცნობა. იტალიურ გუნდს ვეტერანი განაპირა მცველის ყიდვა €5 მილიონი დაუჯდება, ფეხბურთელი კი კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
კაილ უოკერი მილანში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა. გამოცდილმა ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი საკმაოდ მალე მოიპოვა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. კლუბში ფიქრობენ, რომ ასაკის მიუხედავად, უოკერს კიდევ შეუძლია მინიმუმ ერთი სეზონი მაღალ დონეზე ითამაშოს.
მილანში სეზონის ბოლოს დიდ ცვლილებებს გეგმავენ. ბევრი ფეხბურთელი გუნდს დატოვებს, თუმცა კაილ უოკერი, რომ დარჩება, ეს 100% გადაწყვეტილია.