მილანმა 2025 წლის პირველი ტრანსფერი განახორციელა

კაილ უოკერს, რომ მანჩესტერ სიტის დატოვება სურდა, სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ გულშემატკივრებს ინფორმაცია პეპ გუარდიოლამ აცნობა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ფეხბურთელს ამ სეზონში რეგრესი დაეწყო, რის გამოც სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ამის ფონზე, გამოცდილმა ინგლისელმა მცველმა გუნდის დატოვება გადაწყვიტა.
ინგლისელის მილანში ტრანსფერი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დახურა. შვედი მენეჯერის აზრით, უოკერი თავისი გამოცდილებით "როსონერის" დიდ დახმარებას გაუწევს. იტალიური გრანდი ემერსონ როიალის გაშვებას გეგმავს, ბრაზილიელის დამატებას გალათასარაი და ფულემი განიხილავენ, უოკერი კი სწორედ მის პოზიციას შეავსებს.














