UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში შონ ო’მალიზე პოსტი დადო და ბრძოლაში გამოიწვია.
“მე vs ო’მალი - ვის სურს ნახვა?” - დაწერა 27 წლის ქართველმა მებრძოლმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ შონ ო’მალი სუპერმსუბუქი წონის მოქმები ჩემპიონია და ქამრის დაცვას UFC 299-ზე მარლონ ვერასთან ეცდება. აღნიშნულ ორთაბრძოლაში გამარჯვებული კი, დიდი ალბათობით, ქამარზე მერაბ დვალიშვილს შეხვდება.