ევროპა ლიგაზე მორიგი გამარჯვების შემდეგ, უნაი ემერი გახდა მეოთხე მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში, ვინც ხუთი ევროთასი მოიპოვა. ესპანელი დამრიგებელი აღნიშნული მაჩვენებლით გაუთანაბრდა ჯოვანი ტრაპატონის, კარლო ანჩელოტისა და ჟოზე მოურინიოს. საუბარია ჩემპიონთა ლიგის, თასების თასის, უეფას თასის/ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ტიტულებზე.
ბირმინგემის ასტონ ვილას მწვრთნელის რეკორდი უნიკალური არის კიდევ იმით, რომ მისი ხუთივე თასი ევროპა ლიგას უკავშირდება. 3 ტიტული 54 წლის დამრიგებელმა მოიგო სევილიასთან ერთად, თითო-თითო კი ვილიარეალსა და როგორც აღვნიშნეთ, "ლომებთან".
მწვრთნელები, რომლებმაც 5 ევროთასი მოიგეს
| მწვრთნელი | 5 ევროთასი | კლუბები |
| ჯოვანი ტრაპატონი | ჩემპიონთა თასი, თასების თასი, 3 უეფას თასი | იუვენტუსი, ინტერი |
| კარლო ანჩელოტი | 5 ჩემპიონთა ლიგა | რეალი, მილანი |
| ჟოზე მოურინიო | 2 ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი, ევროპა ლიგა, კონფერენს ლიგა | ინტერი, მანჩესტერ იუნაიტედი, რომა, პორტუ |
| უნაი ემერი | 5 ევროპა ლიგა | ასტონ ვილა, სევილია, ვილიარეალი |








