ევროპა ლიგის 2025/26 წლების სეზონი ასტონ ვილას ტრიუმფით დასრულდა — ინგლისურმა კლუბმა ფინალში ფრაიბურგი დაამარცხა.
ფინალური მატჩის ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 41-ე წუთზე ტილემანსმა გახსნა, რასაც მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ბუენდიას გოლი მოჰყვა და ასტონ ვილა შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 58-ე წუთზე, ფრაიბურგის კარი როჯერსმაც აიღო და საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
ფრაიბურგი 0-3 ასტონ ვილა
გოლები: 0-1 ტილემანსი (41'), 0-2 ბუენდია (45+3'), 0-3 როჯერსი (58')








