ბირმინგემის ასტონ ვილას მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ საუკეთესო თანამემამულე თავკაცი დაასახელა. მან გამოარჩია პეპ გუარდიოლა, ლუის ენრიკე, მიკელ არტეტა, ანდონი ირაოლა და ინიგო პერესი. შეგახსენებთ, თავად ესპანელმა დამრიგებელმა "ლომები" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე უკვე მეორედ გაიყვანა.
"საუკეთესო ესპანელი მწვრთნელი? გუარდიოლა უკვე ლეგენდა არის და უდიდესი დამრიგებელი, იმის გათვალისწინებით, თუ რა შედეგებს მიაღწია. აუცილებლად სახსენებელია ენრიკეც, რომელმაც პარის სენ-ჟერმენი უმაღლეს საფეხურზე აიყვანა. ყველამ ვიცით, თუ როგორი რთულია პსჟ-ში მუშაობა.
ბოლო წლებში საუკეთესოებს შორის არის არტეტაც, მისი მუშაობის ხარისხის, კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გათვალისწინებით. უნდა ვახსენო ირაოლა და პერესიც, რომელმაც რაიო ევროტურნირის ფინალში გაიყვანა", - განაცხადა ვილა პარკის მკვიდრთა ამჟამინდელმა დამრიგებელმა.








