სანამ მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება იყო მიმართული ბაიერნ მიუნხენისა და პარის სენ-ჟერმენის ცხრაგოლიანი თრილერისკენ, პეპ გუარდიოლა სულ სხვა თამაშით იღებდა სიამოვნებას. ტიტულოვანი სპეციალისტი დაესწრო ინგლისის რანგით მე-3 ლიგის შეხვედრას, სტოკპორტსა და პორტ ვეილს (1:2) შორის.
ესპანელი მწვრთნელი დიდი ინტერესით აკვირდება იმ ყველაფერს, რაც ხდება ქვედა დივიზიონებში და მან ამის შესახებ რამდენიმე თვის წინაც ისაუბრა: "ბრიტანეთთან მიმართებაში მაქვს არაერთი ტკბილი მოგონება და ერთ-ერთი მათ შორის არის სტუმრად ჩატარებული შეხვედრები ქვედა ლიგების წარმომადგენლებთან.
წარმოუდგენელია, როდესაც გამოდიხარ პატარა სტადიონზე, სადაც ნამდვილი საფეხბურთო ატმოსფერო გხვდება. გულშემატკივრები მღერიან - თქვენ ვინ ხართ? დიახ, ეს ყველაფერი არასდროს დამავიწყდება", - განაცხადა მანჩესტერ სიტის დამრიგებელმა.
Pep Guardiola is taking in the action at Stockport as they play Port Vale 👀⚽️ pic.twitter.com/46T0DTHM6O
— Sky Sports Football (@SkyFootball) April 28, 2026
![[VIDEO] პსჟ-ბაიერნს ინგლისის მე-3 ლიგის მატჩი არჩია - პეპ გუარდიოლას უცნაური გატაცება](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2F5CvGy427lB8ilqkzynFniXzqdEFrCQdS.webp&w=3840&q=75)











