საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პსჟ სტუმრად პარიზს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
"პირველი ნახევარი ძალიან დაბალ დონეზე ჩავატარეთ და ამას პირდაპირ ვამბობ. ვფიქრობ, ეს ყველაზე ცუდი თამაში იყო, მას შემდეგ, რაც ამ გუნდში ვმუშაობ, საშინელება იყო.
გასაგებია, რომ უმოტივაციო მატჩი იყო, მაგრამ როცა სახელად პსჟ გქვია, მეტი მოგვეთხოვება. უკმაყოფილო ვარ და რამდენიმე დეტალზე სამუშაო გვაქვს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე 2 კვირაა დარჩენილი, ჩემი მიზანია, რომ ფეხბურთელებს მოტივაცია შევუქმნა, რათა ამ მატჩს სრულად მზად შეხვდნენ", - განაცხადა ენრიკემ.








