კვირის მატჩის დღის ცენტრალური დაპირისპირება, სეზონის პირველი მადრიდული დერბი - ატლეტიკო რეალის წინააღმდეგ. განვიხილოთ, თუ რას უნდა ველოდოთ აღნიშნული შეხვედრისგან.
ატლეტიკო VS რეალი | 18:15
ორივე გუნდი ჯერჯერობით ბარსელონას მდევრის როლშია - ბეტისთან მარცხის გამო, რეალი ლა ლიგის ლიდერს ჩამორჩება სამი ქულით, ატლეტიკო კი რამდენიმე წარუმატებლობის გამო ხუთით. შეცდომის დაშვების უფლება არცერთს არ აქვს. რაც შეეხება შემადგენლობებს, "სამეფო კლუბს" მხოლოდ ედერ მილიტაო და როდრიგო გოესი დააკლდება.
"როხიბლანკოსს" - პაბლო ბარიოსი, თუმცა ხულიან ალვარესის მდგომარეობაც გაურკვეველი რჩება. მსოფლიო ჩემპიონი თავდამსხმელი მწყობრშია, მაგრამ სავარაუდოდ ის სკამზე დარჩება. "ინდიელთა" სეზონის სტარტმა აჩვენა, დიეგო სიმეონე თანამემამულე ფორვარდის გარეშე ცდილობს ახალი გუნდის აშენებას.
არგენტინელმა თავდამსხმელმა მონაწილეობა მიიღო სულ რაღაც სამ მატჩში, თანაც არასრულად, ისე რომ მას ტრავმაც კი არ ჰქონია. რთული გადაწყვეტილებები არ აკლია ჟოზე მოურინიოსაც, რომელიც კილიან მბაპეს, ვინი ჟუნიორის, ჯუდ ბელინგემისა და "ბლანკოსის" სხვა ვარსკვლავებს შორის ბალანსის პოვნას ცდილობს.
ეს იქნება ამ გუნდების რიგით 245-ე მატჩი და რაც შეეხება წინა დაპირისპირებებს, 125-ჯერ იმარჯვეს ბერნაბეუს ბინადრებმა, 60-ჯერ - ატლეტიკოს მოთამაშეებმა, 58 შეხვედრა ფრედ დასრულდა. უკანასკნელი 8 მადრიდული დერბიდან რეალმა წააგო მხოლოდ 1, მოიგო 4 და 3 ფრედ დაასრულა. აღნიშნული დუელის საუკეთესო გოლეადორია კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც "სამეფო კლუბის" მაისურით "როხიბლანკოსს" 22 ბურთი შეუგდო.
კვირის მატჩის დღე
| ფიორენტინა - ნაპოლი | 14:30 | სერია ა |
| არმინია - ჰაიდენჰაიმი | 15:30 | ბუნდესლიგა 2 |
| ხეტაფე - მალაგა | 16:00 | ლა ლიგა |
| ბორნმუთი - ლივერპული | 17:00 | პრემიერ ლიგა |
| მანჩესტერ სიტი - სანდერლენდი | 17:00 | პრემიერ ლიგა |
| ფროზინონე - კომო | 17:00 | სერია ა |
| ატლეტიკო - რეალი | 18:15 | ლა ლიგა |
| ზალცბურგი - შტურმი | 19:00 | ბუნდესლიგა ავსტრია |
| ფულჰემი - მანჩესტერ იუნაიტედი | 19:30 | პრემიერ ლიგა |
| იუვენტუსი - ატალანტა | 20:00 | სერია ა |
| ვილიარეალი - ლევანტე | 20:30 | ლა ლიგა |
| მარსელი - პსჟ | 22:45 | ლიგა 1 |
| მილანი - ლეჩე | 22:45 | სერია ა |











