მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის დასატოვებლად ემზადება. 27 წლის ინგლისელი ფორვარდის აგენტი ბოლო დღეების განმავლობაში ევროპის მასშტაბით რამდენიმე კლუბის წარმომადგენელს შეხვდა — დადასტურებულად შეგვიძლია იმის თქმა, მარკუს რაშფორდით არც მეტი, არც ნაკლები 5 გუნდი ინტერესდება!
მილანი, იუვენტუსი, ტოტენჰემი, დორტმუნდი და ბარსელონა — დიახ, ხუთივე გუნდი საქმეშია. მათი ინტერესი რეალური და დადასტურებული. ყველა მათგანი რაშფორდის დამატებას 6-თვიანი იჯარით განიხილავს, რაზეც მანჩესტერ იუნაიტედი თანახმაა. ყველა მათგანმა ფეხბურთელს საკუთარი პროექტი უკვე წარუდგინა, ინგლისელმა შემტევმა კი რამდენიმე დღე მოითხოვა მოსაფიქრებლად.
მოსალოდნელია სხვა კლუბების გააქტიურებაც. მარკუს რაშფორდი უახლოეს დღეებში ახალ გუნდში გადაბარგდება. ინგლისელი ფორვარდის ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხია.