გადაწყვეტილება მიღებულია — მანჩესტერ იუნაიტედმა მარკუს რაშფორდი ტრანსფერზე დააყენა! "წითელი ეშმაკები" ინგლისელი ფორვარდის გაყიდვას როგორც იანვარში, ისე ზაფხულში შეეცდებიან. იმის მიუხედავად, რომ რუბენ ამორიმი 27 წლის ფეხბურთელს ენდობა, კლუბში ფიქრობენ, რომ რაშფორდმა საკუთარი თავი ამოწურა და მისი გაშვება სწორი ნაბიჯი იქნება.
ამ ყველაფერს ემატება ფინანსური მხარეც. მარკუს რაშფორდი გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, რაც კლუბისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მანჩესტერ იუნაიტედში სახელფასო ჭერის შემცირებას გეგმავენ.
მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია, 2016 წლიდან კი პირველ გუნდში თამაშობს. ინგლისელმა ფორვარდმა ამ დროში 425 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 138 გოლი, რასაც 67 საგოლე გადაცემაც დაუმატა.
ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. ამ მომენტისთვის უცნობია მანჩესტერი ფეხბურთელის სანაცვლოდ რამდენ მილიონს ითხოვს, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, ინგლისელის პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით უფრო მეტ ინფორმაციას შევიტყობთ.