ამ ქამრის მოსაპოვებლად ანკალაევმა ძალიან დიდი და რთული გზა გაიარა. ამ განვლილ გზასაც რომ დავანებოთ თავი, არც გასული ივენთის ბრძოლა იყო მარტივი, სადაც ორ ძალიან ძლიერ მებრძოლს შორის ჭადრაკის პარტია ვიხილეთ.


რაც არ უნდა ყოფილიყო, ალექსის მთავარ სტრატეგიას ფეხით მუშაობა წარმოადგენა და სწორედ ამიტომ, ანკალაევი ფეხის დისტანციაზე აღარ გაჩერდა და კრივის, ანუ ხელით გაცვლბის დისტანციაზე ბრძოლაზე გადაერთო, რაც ძალიან რთული და დამღლელია, თუმცა ფეხების გასანეიტრალებლად ერთადერთი საშუალებაა, (ზუსტად ეს მოხდა გიგა ჭიკაძისა და კელვინ კატარის ბრძოლაშიც).
ანკალაევი გამუდმებით წინ მიდიოდა, ალექსი ფეხს ვეღარ იქნევდა და თუ რაიმეს ცდილობდა დაღესტნელი მას მარცხენა პირდაპირით აჩერებდა და ბრაზილიელი რამდენჯერმე წააბარბაცა კიდეც.
პერეირას ჭიდაობისგან დაცვა
ყველაზე მეტად პერეირას გდებებისგან თავის დაცვამ გამაკვირვა. ჩვენ ვიცით, რომ ანკალაევს შეუძლია ჭიდაობა, მაგრამ პერეირა ერთხელაც ვერ გადაიყვანა მიწაზე. მართალია მას დიდად არ სჭირდებოდა პერეირას მიწაზე გადაყვანა, მაგრამ მაინც, ანკალაევმა სცადა არაერთხელ მისი გადაყვანა და ერთხელაც ვერ გადაიყვანა. პერეირა ამ მხრივ აშკარად განვითარდა და მოუმატა, თუმცა ახლა მან ის შიშიც უნდა დაძლიოს, რაც მოჭდავესთან ბრძოლის დროს სტრაიკერებს ქვეცნობიერად ყოველთვის აქვთ. ამ შიშის გამო პერეირა წინ ვერ მიდიოდა და ძალიან ინერტული იყო.

მეოთხე რაუნდი - მოიგო ანკალაევმა?
ბევრ ფანს მეოთხე რაუნდზე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა. იმის გამო, რომ ანკალაევმა პერეირა ვერ წააქცია და მხოლოდ გალიაზე ჰყავდა ჩამოკიდებული, ამის გამო ბევრის აზრით დაღესტნელი რაუნდის მოგებას არ იმსახურებდა. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვინც ამას ფიქრობს MMA-ის გულშემატკივარი არ არის და დროა, რომ ქიქბოქსინგის ან მუაი ტაის ყურება დაიწყოს. MMA ახლა ვითარდება და საბრძოლო ხელოვნებებისგან სწორედ ოქტაგონის კიდეებთან მუშაობის სპეციფიკა განსხვავდება. გალიასთან ჭიდაობაც სხვანაირია, გრეპლინგიც და სტრაიკინგიც. გალიაზე მუშაობა MMA-ის აუცილებელი კომპენენტია, რომელიც ანკალაევმა კარგად გამოიყენა და ამაში ქების გარდა არაფერს იმსახურებს.
იქნება რემატჩი?!
დანა უაითმა თქვა, რომ შესაძლოა რემატჩი შედგეს. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში რემატჩი ყველაზე ლოგიკური გაგრძელება იქნება და აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს - არა იმიტომ, რომ პერეირა ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ UFC მასთან ვალშია. „პოატანმა" ჯერ UFC 300 გადაარჩინა, შემდგომ კი UFC 303. ალექს პერეირან ნამდვილი „კომპანიის კაცია", რასაც UFC ყოველთვის აფასებს. ვფიქრობ, რომ ალექსს ან კარგ ბრძოლას მისცემენ დასაბრუნებლად ან კიდევ რემატჩს მისცემენ იმ ვადებში რა ვადებშიც ალექსს უნდა. ეს ბრძოლაც ანკალაევს რამადანის დროს ააღებინეს, რაც უნდა ითქვას, რომ მუსლიმი მებრძოლის მიმართ გარკვეულ წილად უსამართლობაც არის. მეორეს მხრივ არის ის აზრიც, რომ მისი რელიგიური თუ კულტურული საკითხები არ უნდა მოახვიოს თავზე კომპანიას და ალექსთანაც ეს ამბები არაფერ შუაშია, ბრაზილიელი არ არის ვალდებული, რომ ანკალაევის კულტურულ-რელიგიურ საჭიროებებს მოერგოს. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა ანაკლაევმა პერეირა დაამარცხა. სიტყვა ჩემპიონზეა.








![[VIDEO] თოფურიამ პერეირა დაიცვა და ჰოკიტს თავისი ადგილი მიუჩინა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FbUJRXSAPPoBebdUYyrMSgr6IKyYjinhA.webp&w=3840&q=75)






