უეფას ერთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის მეორე ტურში, ესპანეთმა სევილიაში ხორვატიას უმასპინძლა და მეტოქე მარტივად, 4-1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ესპანეთის მხრიდან დუბლი და ასისტი ლამინ იამალმა გაიფორმა, ხოლო თითო გოლი მარკ პუბილმა და ნიკო უილიამსმა გაიტანეს. სტუმრებიდან კი თავი დიონ ბელიომ გამოიჩინა.
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში ინგლისის ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ესტუმრა და მეტოქე 2-0 დაამარცხა. იმ მატჩში გოლები ენტონი გორდონმა და ჰარი კეინმა გაიტანეს.
ორი ტურის შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს 6 ქულა აქვს და A დივიზიონის მესამე ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო 3-3 ქულით ინგლისი და ხორვატია 2-3 ადგილებს იყოფენ. მომდევნო ტურში დე ლა ფუენტეს გუნდი ჩეხეთს უმასპინძლებს, ინგლისი კი ხორვატიას ესტუმრება.

















