ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ, მამუკა ჯუღელი და ნაპოლის უფროსობა ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან, სადაც მხარეები ახალი კონტრაქტის ყველა დეტალის გავლას შეეცდებიან. როგორც იტალიური კლუბის სპორტული დირექტორი, ჯოვანი მანა აცხადებს, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში ბედნიერია და მას გუნდის დატოვება არ სურს, მხარეები კი ახალ ხელშეკრულებაზე მუშაობენ და ორივე მხარის სურვილია, წლის ბოლომდე კვარაცხელიამ ახალი კონტრაქტი გააფორმოს.
ახალი კონტრაქტის დეტალები, რომელიც ჩვენთვის არის ცნობილი: ნაპოლი კვარაცხელიას ხელფასის სახით წელიწადში €6 მილიონსა და კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს. თუ ხვიჩა ამ შეთავაზებას დათანხმდება, ქართველი ფეხბურთელი ნაპოლიში რომელუ ლუკაკუსთან ერთად ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. მხარეები ასევე განიხილავენ კონტრაქტში გამოსასყიდი თანხის ჩაწერასაც, რაც დიდი ალბათობით, €100 მილიონზე მეტი იქნება.
ოქტომბრის ბოლოს, კვარაცხელიას პოტენციურ ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი, LaGazzetta.ge კი ყველაზე სწრაფად მოგაწვდით გადამოწმებულ ინფორმაციას.
სხვა საინტერესო ამბებისა და ინფორმაციის მოსმენა ჩვენი პოდკასტის მორიგ ეპიზოდში შეგიძლიათ.
შეთანხმება შედგა, ნეტო კარიერას იუვენტუსში გააგრძელებს! გამოცდილ ბრაზილიელ მეკარეს ტურინში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. იუვენტუსი 37 წლის კარის დარაჯს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს. იუვენტუსმა ახალი მეკარის დამატება მას შე…
დადასტურებულად — დავიდ ალაბა კარიერას უდინეზეში გააგრძელებს! 34 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაიცლის, რის შემდეგაც ახალ კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს. მას შემდეგ, რაც ალაბამ რეალ მადრიდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, ფეხბურთელს არაერთ კლუბს უკავშირე…
მიმდინარე სეზონის ფროზინონეზე როცა ვსაუბრობთ, ყველა, რა თქმა უნდა, გიორგი კვერნაძის პერფორმანსსა და სათამაშო ფორმაზე ამახვილებს ყურადღებას. 23 წლის ქართველი ვინგერი საოცარ ფორმაშია და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა. კვერნაძის ანგარიშზე 6 ჩატარებული მ…
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა სერია A-ს მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასმა…
ფაბრიციო რომანო, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სატრანსფერო ჟურნალისტი, SBC Summit 2026-ის მთავარ სცენაზე გამოვა და სოციალური მედიის ეპოქაში სპორტული მედია ბრენდის შექმნის შესახებ ისაუბრებს. ფაბრიციო რომანომ, თავისი ცნობილი ფრაზით — "Here we go!“ მთელ მსოფლიოში სოციალურ ქსელებში 70…
პარი სენ-ჟერმენში არსებული შემადგენლობის შენარჩუნებაზე ფიქრს აგრძელებენ. როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემები წერენ, პარიზულ გრანდში ახალ კონტრაქტებზე მუშაობენ და შემდეგი ფეხბურთელები, რომლებიც არსებულ ხელშეკრულებებს დიდი ალბათობით გაახანგრძლივებენ, დეზირე დუე, უსმან დემბელე და…
ოფიციალურად: ანდრია ბართიშვილი არსენალის ფეხბურთელია! ლონდონურმა კლუბმა ამის შესახებ განცხადება სულ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. არსენალმა ბართიშვილის სანაცვლოდ €4.5 მილიონი გადაიხადა, ახალგაზრდა ფეხბურთელმა კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ბართიშვილი არსენალის პირველ გუნდს 2027…