მანჩესტერ სიტი და კევინ დე ბრუინი ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობდნენ, შესაბამისად, მოსალოდნელი იყო, რომ ბელგიელის ისტორია მანჩესტერის ლურჯ მხარეში, სეზონის ბოლოს დასრულდებოდა.
კევინ დე ბრუინი მანჩესტერ სიტის ღირსებას 2015 წლიდან მოყოლებული იცავს. ფეხბურთელმა ამ დროში 413 მატჩის ჩატარება მოასწრო, გაიტანა 106 გოლი და 174 საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი. ბელგიელმა სიტისთან ერთად 18 ტიტულის მოგება მოახერხა.
Dear Manchester. 💙 pic.twitter.com/2EdhVYOLti
— Kevin De Bruyne (@KevinDeBruyne) April 4, 2025















