ოქროს ბურთის დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ტიერი ანრიმ ლამინ იამალის ფანების კრიტიკა დაიმსახურა. მიზეზი - ხუმრობა, რომელიც ფრანგმა ექს-ფორვარდმა ესპანელი ვინგერის მისამართით თქვა. ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი კვლავ ბარსელონას ფლანგელმა მოიგო.
ლონდონის არსენალის ლეგენდარულმა კაპიტანმა მას უთხრა - "ამ ჯილდოს გამარჯვებული გახდი მესამედ, თუმცა არის თუ არა ეს ის პრიზი, რომლის მოგებას დღეს გეგმავდი?". "ბლაუგრანას" მე-10 ნომერმა პასუხად უბრალოდ გაიღიმა. ამის გარდა, მაყურებელთა აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ 49 წლის ექს-ფორვარდმა ქეით სკოტს 2-ჯერ შეუსწორა სოკრატესის სახელის წარმოთქმა.
იამალის ფანებმა მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმად შეტოპეს და გაიხსენეს "მეთოფეების" ლეგენდარული მე-14 ნომრის სექტემბრის ინტერვიუ, რომელშიც ის ბალონ დ'ორზე კილიან მბაპეს ღიად უჭერდა მხარს. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვიდეომიმართვაში ანრის აღნიშნულზეც მოუწია პასუხის გაცემა.
დიახ, ფრანგმა ყოფილმა თავდამსხმელმა ჩაწერა სამწუთიანი ვიდეო, რომელშიც მან ბოდიში მოუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც მისი წაყვანილი დაჯილდოება არ მოეწონა. ცხადია, ტიტიმ ისიც აღნიშნა, რომ ჰარი კეინისა და ესპანელი ვინგერის საწინააღმდეგო მას არაფერი აქვს.
GENUINELY FUCK HENRY FOR DOING THIS Yamal is 19, finishing second last year and 3rd this year and Henery just had to bully him infront of everyone what a classless, Disguisting, egotestical human being shoutout to Yamal for smiling and staying strong https://t.co/FE7j6jwNtm
— 𝐏𝐒𝐆𝐈𝐍𝐓 (@PSGINT_) October 26, 2026
Instead of taking accountability for his actions and apologizing Thiery Henry is doubling down by lying and making lame excuses so embaressing.... https://t.co/det5Vf8YtJ
— 𝐏𝐒𝐆𝐈𝐍𝐓 (@PSGINT_) October 28, 2026











