საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩები დასრულდა და ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებცი დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
გაგრა რუსთავს დაუპირისპირდა, 2:1 დაამარცხა და თასის ფინალში კიდევ ერთხელ გავიდა. გაგრელთა მხრიდან თავი ვანდერსონმა და ნაზაროვმა გამოიჩინეს. რუსთავიდან კი ერთადერთი გოლი პარკაძემ გაიტანა.
უხვგოლიანი გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი, სადაც დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე გორის დილას შეხვდა და 3:1 დაამარცხა.
ანგარიში გორელებმა გახსნეს, თუმცა მეორე ტაიმში ჭიაბრიშვილის გუნდმა ბრწყინვალე ფეხბურთი აჩვენა, სამი ბურთი გაიტანა და ფინალის საგზური მოიპოვა.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება საქართველოს თასის ფინალური მატჩი დინამო ბათუმსა და გაგრას შორის.











