ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა გიორგი არაბიძემ ქუთაისის ტორპედო სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დატოვა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, გუნდის დატოვების მიზეზი მთავარ მწვრთნელთან, დირკ შუსტერთან უთანხოებაა.
ჩვენივე ინფორმაციით, იმერული კლუბის დატოვებას რამდენიმე ლეგიონერიც აპირებს. ჩემპიონატის დასრულევამდე 6 ტურის დარჩენილი, ტორპედო კი მე-7 ადგილს იკავებს.
არაბიძე ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 8 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.











