რაულ გონსალესმა შეაფასა მადრიდის რეალისა და მილანის ინტერის მატჩი, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ესპანელმა ექს-ფორვარდმა დაიწუნა "სამეფო კლუბის" თამაშის ხარისხი და აღნიშნა, რომ "ნერაძური" ქამბექთან ახლოს იყო. მას ოპერატიულად უპასუხა სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრთა დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ.
რაული: "მთავარი არის ის, რომ რეალმა გაიმარჯვა. ეს არ იყო მარტივი საქმე, იმის გათვალისწინებით, რომ ინტერი ძალიან დალაგებულად თამაშობს. მადრიდელები ხშირად კარგავდნენ ბურთს და ამასთან ერთად 2-ვე ბურთი ხომ მილანელთა შეცდომების შედეგად გავიდა. რაც არ უნდა იყოს, მთავარი მოგებაა.
მოურინიო: "არაა საჭირო მხოლოდ კრიტიკა, გამოარჩიეთ ისიც, თუ კარგად რა გავაკეთეთ. მატჩს იწუნებენ მაშინ, როდესაც ის არის მოსაწყენი, ეს თამაში კი შესაძლოა 7:6-იც დასრულებულიყო. დიახ, ბურთები გავიდა შეცდომების შედეგად, მაგრამ ეს შეცდომები ხომ ჩვენმა პრესინგმა გამოიწვია. მინდა შევაქო ჩემი შეგირდები".












